სკოლის სტრუქტურა და მართვა

სკოლის სტრუქტურა:

  1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, საშუალო, საბაზო და დაწყებითი კლასების დირექტორებს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, სკოლის ადმინისტრაციას, დისციპლინურ კომიტეტსა და ტექნიკურ პერსონალს;
  2. პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია სკოლის წესდებით;
  3. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დამფუძნებელი დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით და დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვადადასხვა სტრუქტურული ერთეულის დებულებებით.
  4. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორებისა და მისი მოადგილეებისაგან.
  5. სკოლის დირექტორს ჰყავს მოადგილე. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების  შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას დირექტორის დავალებით დროებით ასრულებს დირექტორის  მოადგილე.

 

სკოლის ადმინისტრაცია:

სკოლის  ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის დამფუძნებელი დირექტორი, დაწყებითი საფეხურის დირექტორი,  საბაზო და საშუალო საფეხურის დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი,  ტექნიკური მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, ექიმი/ექთანი და ბიბლოთეკარი.