სკოლის თვითმართველობა

2016-2017 წლიდან სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმართველობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემების გათვალისწინება და მათი მაქსიმალური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.

მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი:
სკოლის თვითმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა,მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

მოსწავლეთა თვითმართველობა:

1. მოსწავლეთა თვითმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს;
2. მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმართველობებს II და III საფეხურზე (II საფეხურის თვითმართველობას ემატება V და VI კლასები);
3. მოსწავლეები, რომელთაც სურთ, არჩეულნი იყვნენ თვითმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არყოფნის შემთხვევაში კი სკოლის ორგანიზატორთან;
4. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით;
5. მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
6. მოსწავლეთა თვითმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თვითმართველობის ორ ან მეტ წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
7. თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს მოსწავლეთა თვითმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლებიან ის მოსწავლეები, რომლებიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებენ.
8. შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა თვითმართველობების წევრები და ჯგუფხელები ირჩევენ თვითმართველობის პრეზიდენტს და ორ მოადგილეს;
9. ჩატარებული არჩევნები დასტურდება შესაბამისი ოქმებით;
10. თვითმართველობის სხდომებს, გარდა თვითმართველობის წევრებისა და ჯგუფხელებისა, ესწრება შესაბამისი საფეხურის კურატორი და სკოლის ორგანიზატორი;
11. თვითმართველობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საფეხურის პრეზიდენტს უფლება აქვს, მოიწვიოს დამატებითი სხდომა;
12. მოსწავლეთა თვითმართველობას ხელმძღვანელობს თვითმართველობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ხოლო პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს ერთ-ერთი მოადგილე;
13. შესაბამისი საფეხურის თვითმართველობის პრეზიდენტი ვალდებულია სასწავლო წლის დამთავრებისას წარმოადგინოს თვითმართველობის საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც დასტურდება ოქმით;

მოსაწავლეთა თვითმართველობის უფლებები და ფუნქციები:

ა) მოსწავლეთა თვითმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან;
ბ) მოსწავლეთა თვითმართველობის ფუნქციაა, დაიცვას მოსწავლეთა ინტერესები და მათი უფლებები, საჭიროების შემთხვევაში უშუამდგომლოს მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან.
გ) თვითმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას.
დ) სკოლის თვითმართველობა უფლებამოსილია; წარადგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
ე) სკოლის თვითმართველობა უფლებამოსილია, მონაწოლეობა მიიღოს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში;
ვ) თვთმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხს;
ზ) განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხს;
თ) თვითმართველობას შეუძლია, დაგეგმოს გამოფენები დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გამოცემები და სხვ.
ი) თვითმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის;
კ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის მიუღებელი საქციელი;
ლ) თვითმართველობაში გაწევრიანებული მოსწავლე, რომელიც 3ჯერ არ დაესწრება სხდომას გაირიცხება კლუბიდან, მის ნაცვლად კი აირჩევა ახალი წევრი.