გუშინ უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო ჩვენი სკოლისთვის, ეტაპი, რეორგანიზაციის, რებრენდინგისა და დიდი წარმატების.
ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების პარტნიორი გახდა Gazelle Finance Georgia (გაზელე ფაინანს ჯორჯია), მათი ინვესტიცია არის შესაძლებლობა სკოლის განვითარებისა ევროპული და საერთაშორისო სტანდატრების შესაბამისად.
მთლიანად გაუმჯობესდება სკოლის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდართების მიხედვით გაკეთდება საფეხბურთო სტადიონი, სპორტდარბაზი, საშხაპეები, სასადილო და სააქტო დარბაზი. მთლიანად განახლდება სკოლის ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.
სწორედ ამის აღსანიშნავად და რეორგანიზაციის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალურ ცერემონიალს ესტუმრნენ ამერიკის საზღვარგარეთ საინვესტიციო ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი ბატონი, დავიდ ბოჰიგიანი , საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი და გაზელე ფაინანს ჯიორჯიას სრული წარმომადგენლობა. მიწის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ავსტრიული სკოლის დამფუძნებელ დირექტორმა, ქალბატონ მანანა გვირჯიშვილმა და ოპიკის ვიცე პრეზიდენტმა დავით ბოჰიგიენმა.