სკოლის დებულება

დამტკცებლია შპს “ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების“ დირექტორის N  63 – 121  14.09.2015    ბრძანებით

 

შპს ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა

ფესვების დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. ეს დებულება არეგულირებს შპს ,,ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების“ (შემდგომში-სკოლა) საქმიანობის განხორციელების პრინციპებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებსა და მათი საქმიანობის წესს.
  2. სკოლა თავისი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
  3. სკოლის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, 0159. ქ. თბილისი, დ/დიღომი, დ. თავდადებულის №6.

მუხლი 2. საქმიანობის სფერო

  1. სკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის სწავლებას.
  2. სკოლის მიზანია:

ა) მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასკოლო საგნობრივი პროგრამის ათვისება;
ბ) მოსწავლეთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
გ) ხელსაყრელი გარემოს შექმნა მათი თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისათვის;
დ) მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, კანონმორჩილების, ადამიანითა უფლებებისა და თავისუფლებების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის ჩამოყალიბება.
ე) ხელი შეუწყოს მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში.

  1. დასახული მიზნის მისაღწევად სკოლა:

ა) ხელს უწყობს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებისა და ინოვაციების დანერგვას;
ბ) თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან  სკოლის ინტერესების სასარგებლოდ;
გ) უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან სსიპ განათების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიმართვაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს მშობლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში;
ე) უზრუნველყოფს მოსწავლეთა და დასაქმებულთა უსაფრთხოებას სკოლის ტერიტორიაზე;
ვ) უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში;
ზ)  ახორციელებს ღონისძიებებს სკოლის მასწავლებლის პროფესიული განვითარების თვალსაზრისით;
თ) იცავს კვებითი სტანდარტების, სკოლის შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვას.

მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა

სკოლა შედგება შემდეგი სტრუქტურებისგან:
ა) დირექცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო;
გ) კათედრები;
დ) დისციპლინური კომიტეტი;
ე) ხარისხის მართვის მენეჯერი;
ვ) ბიბლიოთეკა;
ზ) ადმინისტრაცია.

მუხლი 4. სკოლის დირექცია

  1. სკოლის დირექტორია შპს ,,ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების“ დირექტორი.
  2. სკოლის დირექცია მოიცავს დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს.
  3. სკოლის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას დირექტორის დავალებით დროებით ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
  4. სკოლის დირექტორის მოადგილის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

 მუხლი 5 დირექტორი

  1. დირექტორი არის სკოლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
  2. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. დირექტორი იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სკოლის დირექტორი:

ა) ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, დებულებასა და საშტატო განრიგს;
ბ) ამტკიცებს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომით და სხვა სახის ხელშეკრლებებს, მათ შორის აფორმებს ხელეკრულებებს მოსწავლეთა მშობლებთან;
დ) უზრუნველყოფს სკოლის მატერიალური ფასეულობების დაცვის, მოვლის, შენახვისა და აღრიცხვის კონტროლს;
ე) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) ამტკიცებს სასკოლო საგნობრივ პროგრამებს;
ზ) ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების მექანიზმებსა და მათი შეფასების წესს, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
თ) განსაზღვრავს უფლებამოსილ პირს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კლასის დამრიგებელის  ჟურნალში მიერ ინფორმაციის შეტანის სისწორეს და მასწავლებლის მიერ ჟურნალის წარმოებას;
ი) სკოლის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას საბჭოები და კომისიები სხვადასხვა საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. სკოლის პედაგოგიური საბჭო

  1. სკოლის პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა მასწავლებელი და შექმნილია რათა ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების და პრინციპების რეალიზაციას.
  2. პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
  3. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
  4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
  5. პედაგოგიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთაგან, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. მდივანი უზრუნველყოფს პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებასა და დღის წესრიგის გაცნობას პედაგოგიური საბჭოს წევრთათვის.
  6. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
  7. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავჯდომარე და მდივანი;
  8. პედაგოგიური საბჭო:

ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად, შეიმუშავებს და საბჭოს სხდომაზე ამტკიცებს მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებულ სასკოლო სასწავლო გეგმას;
ბ) კლასების/საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს,  კათედრების მიერ შერჩეულ, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებეული გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოთა ნუსხას;
გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით.
დ) ახორციელებს კანონმდებლობით, სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტებითა და დირექტორის დავალებების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 მუხლი 7. სკოლის კათედრები

  1. სკოლაში შექმნილია კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი.
  2. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე. კათედრის პირველ სხდომაზე, მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების განხილვა. განიხილება ასევე თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.
  3. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა.
გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
ი) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ)სასკოლო საგნობრივი პროგრამების შეიმუშავება  და დასამტკიცელბად დირექტორთან წარდგენა.
ლ)  კანონმდებლობით, სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტებითა და დირექტორის დავალებების შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

  1. კათედრა გადაწყვეტილებას იღებს კათედრის სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
  2. კათედრას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა კათედრის წევრთაგან დამსწრეთა უმრავლესობით, ერთი სასწავლო წლის ვადით.
  3. კათედრის სხდომას თავმჯდომარეობს კათედრის თავმჯდომარე, რომლის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება;
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება;
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება.

 მუხლი 8. დისციპლინური კომიტეტი

  1. სკოლაში შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით იქმნება დისციპლინური კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).
  2. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  3. კომიტეტი შედგება 5 წევრისგან, რომელსაც ერთი წლის ვადით, სასწავლო წლის დაწყებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე აკომპლექტებს სკოლის დირექტორი.
  4. კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან, კომიტეტის უფლებამოსილების ვადით ირჩევს თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კომიტეტის არანკლებ 2 წევრს. კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომიტეტის დამსწრე წევრთა უმრავლოსობამ.
  5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენობის უმრავლესობა.
  6. კომიტეტი ვალდებულია საკითხის განხილვისას მოიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, მოუსმინოს მათ, დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
  7. დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს მოცემულ საქმეში. აღნიშნული წევრი ვალდებულია კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს თვითაცილების შესახებ;
  8. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით, კომიტეტის მიმართ წარდგინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, კომიტეტი სკოლის დირექტორს წარუდგენს გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. სკოლის დირექტორი 2 კალენდარული დღის ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც ფორმდება დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 9, სასწავლო დარგში სკოლის დირექტორის მოადგილე

1.მონაწილეობს მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

  1. პედაგოგოურ საბჭოსთან/კათედრების ხელმძღვანებლებთან ერთად შეადგინოს სასკოლო საათობრივი ბადე, გაკვეთილების ცხრილი;
  2. დახმაროს მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში;
  3. მონიტორინგი გაუწიოს მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში კლასის დამრიგებელის მიერ ინფორმაციის შეტანას და მასწავლებლის მიერ ჟურნალის წარმოებას;
  4. ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო პროცესს მთლიანად,კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სკოლაში კათედრების მუშაობას და დაეხმაროს მათ საგნობრივი გეგმების შედგენაში
  5. პასუხიმგებელია სკოლაში საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებების გატარებაზე; სასკოლო და სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონკურსებსა და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობაზე;
  6. სემესტრებისა და სასწავლო წლის ბოლოს მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშს წარუდგენს დირექტორს.
  7. დირექტორის დავალებით მისი არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს დირექტორის მოავალეობა;
  8. დაეხმაროს სკოლას ავტორიზაციის პირობების შესრულებაში;

მუხლი 9. ხარისხის მართვის მენეჯერი

  1. ხარისხის მართვის მენეჯერი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახდენს სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის, აგრეთვე სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და ზრუნავს მათ განახლება-განვითარებაზე. საგნობრივი კომპეტენციების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი სრულყოფის მიზნით.
  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახული მიზნების მისაღწევი ხარისხის მართვის მენეჯერი:

ა) ახორციელებს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას;
ბ) შეიმუშავებს სკოლის ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების მექანიზმებსა და მათი შეფასების წესს, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
გ) ხელს უწყობს სკოლაში  სწავლების თანამედროვე სტრატეგიებისა და ინოვაციების დანერგვას.;
დ) საგნობრივ კათედრებთან ერთად ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ თანამშრომლობას, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებას და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
ე) სემესტრში ორჯერ ატარებს კათედრების მონიტორინგს,კლასის დამრიგებელთა მუშაობას და მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
ე) ეხმარება სკოლას ავტორიზაციის მოპოვებასა და პირობების შესრულებაში;
ვ) სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშს  წარუდგენს დირექტორს.

მუხლი 10.  ბიბლიოთეკა

  1. სკოლის სასწავლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანიცაა სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების უზრუნველყოფა თანამედროვე წიგნადი ფონდით.
  2. ბიბილიოთეკის შესაბამისი თანამშრომელი აწარმოებს წიგნადი ფონდის ელექტრონულ ან/და დოკუმენტურ დამუშავებასა და აღრიცხვას, იგი ასევე აწარმოებს გაცემული და მიღებული წიგნების აღრიცხვასა და ვადების კონტროლს.
  3. 3. მოსწავლეს ან სკოლის პერსონალს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები. ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა მაქსიმუმ ორი კვირით. წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გადაავადოს (მაქსიმუმ ორი კვირის ვადით) იმ შემთხვევაში, თუ წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი. თუ ვერ ხერხდება წიგნის დაბრუნება დათქმულ დროს, ბიბლიოთეკისთვის შეტყობინებული უნდა იქნეს ვადის გადაცილების მიზეზი.
  4. 4. ბიბლიოთეკის შესაბამის თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს წიგნის ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
  5. 5. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მკითხველი იხდის მის საფასურს ან თუ ეს შესაძლებელია – უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას.
  6. 6. ბიბლიოთეკის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს უარი უთხრას მკითხველს წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანაზე, თუ:

ა) დაფიქსირდა წიგნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევა;

ბ) რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილებას და აღნიშნული არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.

  1. 7. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. საბიბლიოთეკო ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ასეთი წიგნებით მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ასევე, საავტორო უფლებების დაცვით, შესაძლებელია ქსეროასლების გადაღება.
  2. ბიბლიოთეკის შესაბამის თანამშრომელს შეუძლია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღოს და აღრიცხოს ახალი წიგნი და ასევე პერიოდული ლიტერატურა.

 მუხლი 11. ადმინისტრაცი

ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სკოლის გამართულ ფუნქციონირებას და მისი ძირითადი ფუნქციებია:

ა) სკოლის ერთიანი საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის და საარქივო საქმიანობის განხორციელება, გამოცემული აქტების, მიღებული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განხორციელება;
გ) მატერიალური რესურსების მომარაგება, მართვა და მათი ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
დ) სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების, სკოლის სახანძრო უსაფრთხოების, სკოლის კორპუსების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის, ინვენტარის დაცვის/აღდგენის, შენობის გათბობა/განათების და სხვა სამეურნეო და უსაფრთხოების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ე) სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების პირადი საქმეების შედგენისა და წარმოების განხორციელება;
ვ) სკოლის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ვებგვერდის მენეჯმენტის განხორციელება; (IT);
ზ) სასწავლო ან პიროვნების ფორმირების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა,  დიაგნოსტიკა, კორექცია და აღნიშნული პრობლემების მიზეზების გამოვლენა (ფსიქოლოგი).
თ) მოსწავლეთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღრიცხვა/კონტროლი.
ი) სასადილოში კერძების მომზადება კვებითი  სტანდარტებისა და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების  დაცვით.