საგნობრივი კათედრები

სკოლის საგნობრივი კათედრებია:

 კათედრები აერთიანებს საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს და მათი მუშაობა განისაზღვრება კათედრების დებულებით. 


კათედრების ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
  • კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • გრიფმინიჭებული და დამატებითი სახელმძღვანელოების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა;
  • რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
  • რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  • შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
  • კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა წინა სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე ადგენს შემდეგი სასწავლო წლის გეგმას,არჩევს სახელმძღვანელოებს და ამტკიცებს კათედრის  სხდომაზე;
  • ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტარდება კათედრის პირველი სხდომა,სადაც მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ხელახალი განხილვა და დამტკიცება. განიხილება ასევე, თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი ეფექტურად სწავლებისათვის და სხვა.