საგანმანათლებლო რესურსების მართვა
- სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის;
- სკოლამ უნდა უზრუნველყოს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საგნობრივი კაბინეტები, ) ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
- თითოეული კაბინეტს, ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას შემუშავებული აქვს დებულება, საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები და გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე;
- ბიბლიოთეკას ჰყავს ხელმძღვანელი(გამგე), კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ისტ-ს მასწავლებელი, საგნობრივი კაბინეტების მუშაობას კურირებენ კათედრების ხელმძღვანელები;
- სკოლას აქვს სპორტდარბაზი, რომლის მუშაობას ხელმძღვანელობს სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა (ამავე კათერდას დაექვემდებარება საფეხბურთო მოედნის მუშაობაც);
- საცურაო აუზის მუშაობას წარმართავს აუზის მენეჯერი;
- საგანმანათლებლო რესურსია ასევე სააქტო და საკონფერენციო დარბაზი, სამუსიკო სტუდია, ხატვისა და ფერწერის კაბინეტი, რომელთა გამართულად ფუქციონირებას ხელმძღვანელობს საორგანიზაციო მენეჯერი.