სადამრიგებლო და სააღმზრდელო პროგრამა

სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც არის სკოლის პედაგოგი. დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამები ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც შედგენილია ქვემოთ მოცემული კონცეფციის დაცვით, შესაბამისად.


დამრიგებლის მუშაობის მიზანი:

1-ლ მე-6 კლასებთან მუშაობს დამრიგებელი-აღმზრდელი და დამრიგებელი -კურატორი,თითოეული მათგანი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მათი მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა წრეში. ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.


სააღმზრდელო მომსახურების ორიენტირები და მიდგომებია:

თითოეული მოსწავლე განსხვავდება ფიზიკური და ფსიკიკური მახასიათებლებით, ასევე ინტერესებით, ნიჭით, ემოციებით, ხასიათით, სწავლისადმი დამოკიდებულებით, უნარებით,  რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საწავლა-სწავლების დროს.განსაკუთრებული ყურადრება ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქტიულ მეთოდებს, მოსწავლე არის დაფასებული, პასუხისმგებელია საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე, იგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, რაც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას.

აღმზრდელი და კურატორი სასწავლო წლის დასაწყისში ერთად გეგმავს სადამრიგებლო კლასში განსახორციელებელ აქტივობებსა და ღონისძიებებს.


დამრიგებელის მოვალეობები:

  •  წლიური სადამრიგებლო პროგრამის შედგენა;
  • მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  • მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევის, პიროვნული პრობლემებისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა ელექტრონული ჟურნალის საშუალებით რეგულარულად. დაუშვებელია მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
  • სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
  • სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დამრიგებელი-კურატორი ვალდებულიასადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მოსწავლის პირად საქმეში შეტანა;
  • კლასის დამრიგებელი კურატორი ვალდებულია ყოველთვიურად შეაგროვოს ინფორმაცია მოსწავლის გაცდენების შესახებ (მათ შორის, შემაჯამებელი დავალების გაცდენის შესახებ) და უზრუნველყოს აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დროული ინფორმირება. გაცდენების თაობაზე ინფორმაცია ასევე მიეწოდება დირექტორს;
  • დამრიგებელი-აღმზრდელი ვალდებულია ესწრებოდეს კლასში გაკვეთილებს, რათა უკეთ შეძლოს მათი დახმარება გაკვეთილების მომზადების დროს, ხოლო თავისუფალ დროს მოსწავლეებთან მუშაობდეს კლასგარეშე მასალაზე, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადებაზე;
  • დამრიგებელი კურატორი სისტემატურად  უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.ესწრებოდეს გაკვეთილებს, რათა სასწავლო წლის დასრულებისას შეძლოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
    • – მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
    • – მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.

აღნიშნულ დახასიათებას ერთობლივად აკეთებს ორივე დამრიგებელი და წლის ბოლოს აწვდის მშობელს  ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ან/და პირადი შეხვედრისას. დამრიგებლები ვალდებულები არიან დაეხმარონ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწალეებს სიძნელეების დაძლევაში,საქმის კურსში აყენებს მშობელს და მასთან ერთად მუშაობს, რათა მოსწავლემ შეძლოს კლასის ან/და საფეხურის წარმატებით დაძლევა. მოსწავლის პირადი საქმის დროულ შევსებასა და შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კლასის დამრიგებელი- კურატორი და დირექტორი.


დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

  • სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
  • მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენა – ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  • მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება – დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.
  • თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

 


სადამრიგებლო საათის ძირითადი პრინციპები:

დამრიგებელი-კურატორი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ჩატარებაში მას ეხმარება დამრიგებელი აღმზრდელი.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:

  • პიროვნული და მორალური განვითარება;
  • გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  • უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
  • მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
  • თვალსაწიერის გაფართოება.

 ზემოაღნიშნული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) დამრიგებელი რეგულარულად ატარებს კითხვის საათს, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

  • კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
  • წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
  • ანალიზის უნარის განვითარებით;
  • მსჯელობის უნარის განვითარებით;
  • პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ, IX, X, XI და XII კლასში დამრიგებელი ატარებს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი მუშაობს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე. ეხმარება მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.

სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

დამრიგებელი კლასის მოსწავლეებთან ატარებს შემდეგ სამუშაოებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საუბრები,  დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები და სხვა. მოსწავლეებისათვის შეხვედრების  მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან.

სასწავლო წლის ბოლოს კლასის დამრიგებლები ვალდებული არიან სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლას წარუდგინონ კლასში წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია.

კლასის დამრიგებლები თანამშრომლობენს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობენს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.