მიმდინარე სიახლეები

დისტანციური სწავლება

ძვირფასო მშობლებო, ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო!

COVID-19 (კორონავირუსის) გავრცელების პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც ვიცით, სასწავლო პროცესი გადაიდო 2020 წლის 1 აპრილამდე.
აკადემიური პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხო გარემოში განსახორციელებლად, ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები გადავიდა სწავლების ონლაინ სისტემაზე. შევიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის.
შექმნილია თითოეული კლასის ონლაინ ჯგუფი, რომელსაც ადმინისტრირებას უწევენ აღმზრდელ-პედაგოგები; მოსწავლეებს თითეულ საგანში მიეწოდებათ საკითხები ელექტრონული და ვიდეო ფორმატით;
სკოლა დისტანციურ გაკვეთილებზე ეფექტურად გამოიყენებს დაწყებითი საფეხურის საგნებში და საბაზო-საშუალო საფეხურზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საუკეთესო სასწავლო რესურსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელის პროფესორ, დავით სონღულაშვილის პროგრამებსა და ვირტუალურ ლაბორატორიებს;
ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო განათლება. ერთად დავამარცხებთ კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევას.
იმედი გვაქვს ჩვენი მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით, სიბეჯითითა და შრომისმოყვარეობით შეუდგებიან საშინაო დავალებების შესრულებას.
ველოდებით ეფექტურ უკუკავშირს
ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი!
მალე შეხვედრის იმედითა და საუკეთესო სურვილებით
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.