მიმდინარე სიახლეები

პროექტი Minecraft Education Edition საჯარო სკოლებში დაინერგება

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტური გამოყენების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, Microsoft-ის ევროპის ოფისის მენეჯერთან, მიროსლავ დვორაკთან, და Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტის Minecraft Education Edition პრეზენტაცია წარმოადგინეს და მინისტრთან ერთად მისი საჯარო სკოლებში დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „Minecraft Education Edition“ თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც […]