სასწავლო წლის კალენდარი

  • სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ჰყოფს ზამთრის არდადეგები;
  • სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია;
  • სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს;
  • I სემესტრი იწყება 2018 წლის 17 სექტემბერს და მთავრდება 2018 წლის 28 დეკემბერს,
  • II სემესტრი იწყება:

ა) პირველი –  მე-11 კლასისთვის –  2019 წლის 14 იანვარს და მთავრდება 2019 წლის   14 ივნისს;
ბ) მე -12 კლასისთვის – 2019 წლის 14 იანვარს და მთავრდება  – 2019 წლის 17 მაისს;


2018-2019 სასწავლო წლის სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:

  • I – XI კლასებისთვის 35 კვირას;
  • XII კლასებისათვის 31 კვირას.

ზამთრის არდადეგები იწყება 28 დეკემბრიდან და გრძელდება  13 იანვრის ჩათვლით;
საგაზაფხულო არდადეგები იწყება 8 მარტიდან და გრძელდება 14 მარტამდე.


უქმე დღეებია:

  • 23 ნოემბერი – გიორგობა;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღ
  • 9 აპრილი –
  • 9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 26 ოქტომბერი -ავსტრიის დამოუკიდებლობის დღე

გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის   შემცირების მიზნით.
პირველ კლასში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
  • გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, დრო ეთმობა ფიზიკურ აქტივობებს  (3-5 წუთი);

გაკვეთილი მიმდინარეობს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით.