ინკლუზიური განათლება

სკოლა იზიარებს ინკლუზიური განათლებისადმი განათლების სისტემის მიდგომას და გააჩნია მისი განხორციელებისათვის შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსი, რითაც შესაძლებელია ზოგადსაგანმანანთლებლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (შემდგომში – სსსმ მოსწავლე) ჩართვა სხვა მოსწავლეებთან ერთად.

სკოლაში სსსმ მოსწავლე განისაზღვრება ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სსსმ მოსწავლედ მიჩნეულია მოზარდი, რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, სწავლის დროს აქვს სიძნელეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს დამატებით/სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.