სიახლეები

პროექტი Minecraft Education Edition საჯარო სკოლებში დაინერგება

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტური გამოყენების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, Microsoft-ის ევროპის ოფისის მენეჯერთან, მიროსლავ დვორაკთან, და Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტის Minecraft Education Edition პრეზენტაცია წარმოადგინეს და მინისტრთან ერთად მისი საჯარო სკოლებში დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „Minecraft Education Edition“ თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც […]

ზოგადი განათლების სისტემაში „ციფრული სკოლის კონცეფცია“ დაინერგება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის […]