მოკლე ისტორია
- ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები კერძო სასწავლო დაწესებულებაა, წარმოადგენს გახანგრძლივებული დღის რეჟიმის სკოლას, სამსაფეხურიანი სწავლებით და უზრუნველყოფს პიროვნებისა და სახელმწიფოს შესაბამის მოთხოვნათა რეალიზაციას.
- სკოლის მისიაა დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, ყოველგვარი იდეოლოგიური წნეხისაგან თავისუფალი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, აქტიური ადამიანების აღზრდა, ქვეყნის ჯანსაღი ტრადიციების შენარჩუნება და მათი მორგება ევროპის ქვეყნების, კერძოდ, ავსტრიის მოწინავე გამოცდილებასა და აპრობირებულ მეთოდებს.
- სკოლის მიზანია მაღალი ხარისხის განათლების მიცემა,რომელსაც უზრუნველყოფს კვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი, განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამებით. ავსტრიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მეთოდების დანერგვით,გაცვლითი პროგრამებით ავსტრიაში. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეს გამოუმუშავდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეეძლოს გუნდური მუშაობის წარმართვა, განვითარდეს მრავალმხრივად .
სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსწავლემ შეძლოს სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების მიმართულება.
ხდკ
ჩვენი სკოლის ნებისმიერ პროგრამაში კლასში არის 20-მდე მოსწავლე.
სკოლა მუშაობს 9:00-დან 17:00-საათამდე. სკოლაში დროულად გამოცხადება მნიშვნელოვანია სწორი ჩვევების გამოსამუშავებლად.
ბავშვის ჩარიცხვა შესაძლებელია მთელი წლის მანძილზე. ჩვენიმიღებისა და ჩარიცხვის სამსახური მუდმივ მზადყოფნაშია, დაეხმაროს მშობლებსა და ოჯახებს ჩარიცხვის პროცედურების მშვიდად და სასიამოვნოდ წარმართვაში.
სკოლის მთავარი ამოცანებია:
- საიმედო, დაცული და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;
- თითოეული მოსწავლის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება;
- დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარების გამომუშავება;
- კრიტიკული აზროვნების სტიმულირება;
- საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა;
- სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ეროვნული ტრადიციების მატარებელი წიგნიერი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებსსაზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზებას, გარემოში წარმატებულ ორიენტირებასა და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას;
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
დასახული მიზნის მისაღწევად სკოლა:
- ხელს უწყობს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებისა და ინოვაციების დანერგვას;
- თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან სკოლის ინტერესების სასარგებლოდ;
- უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან სსიპ განათების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიმართვაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ;
- უზრუნველყოფს მშობლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში;
- უზრუნველყოფს მოსწავლეთა და დასაქმებულთა უსაფრთხოებას სკოლის ტერიტორიაზე;
- უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში;
- ახორციელებს ღონისძიებებს სკოლის მასწავლებლის პროფესიული განვითარების თვალსაზრისით;
- იცავს კვებითი სტანდარტების, სკოლის შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვას.