მიმდინარე სიახლეები

ცვლილება სწავლის საფასურში

მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერდა 2020 წლის 02 მარტიდან და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მისი ხანგრძლივობა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

2020 წლის 02 მარტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და არა მარტო დამდგარია საგანგებო მდგომარეობა – ვირუსული ინფექციის პანდემია, რომელიც არ ექვემდებარება სკოლის ან რომელიმე ორგანოს კონტროლს და რომელთა  თავიდან აცილება ან წინასწარ გათვალისწინება მათ მიერ შეუძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლა ითვალისწინებს მშობელთა მდგომარეობას, ასევე იმას რომ მოსწავლეებს არ მიეწოდებათ კვება და სკოლის საგანმანათლებლო პაკეტში შემავალი სხვა სერვისები და შპს „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ მარტისა და აპრილის თვეების საგანმანათლებლო მომსახურების გადასახადზე ავრცელებს შეღავათს თვიური გადასახადის შემდეგი ოდენობით:

  1. I-VI კლასების მოსწავლეების სწავლის წლიური გადასახადი გაიყოფა 10 ( ათ ) თვეზე და მარტის თვეს დააკლდება 30%, და აპრილის თვეს დააკლდება 30%.
  2. VII-XII კლასების მოსწავლეების სწავლის წლიური გადასახადი გაიყოფა 10 ( ათ ) თვეზე და მარტის თვეს დააკლდება 15%, და აპრილის თვეს დააკლდება 15% .
  3. შეღავათით ისარგებლებენ მშობლები:
  • ვისი საგანმანათლებლო მომსახურების გადასახადიც დაფარულია წინსწრებით (აღნიშნული საშეღავათო თანხა აისახება მომავალი სასწავლო წლის ბალანსზე და გამოაკლდება 2020-2021 სასწავლო წლის გადასახადს);
  • აღნიშნული დეპოზიტი გაუქმდება თუკი მოსწავლე 2020-2021 სასწავლო წელს დატოვებს ჩვენს სასწავლო დაწესებულებას.
  • რომლებიც 2020 წლის 02 მარტის მდგომარეობით არ იყვნენ ვადაგადაცილებაში, ანუ დაფარული ქონდათ 2019-2020 სასწავლო წლის გადასახადი თებერვლის თვის ჩათვლით;
  • 2020 წლის მარტის თვემდე არსებული დავალიანებები უნდა დაიფაროს სრულად და შემდეგ მოხდეს აღნიშნული შეღავათით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სახის გადასახადი მოემსახურება დავალიანების დაფარვას.
  • რომლებიც არ გადაიხდიან მიმდინარე გადასახადს (შეღავათის ჩათვლით), დაიტოვებენ დავალიანებას სკოლის მიმართ, ვერ ისარგებლებენ აღნიშნული შეღავათით.

აღნიშნული შეღავათის გავრცელებისათვის საჭიროა შესაბამისი შეთანხმების დადება, რომლის ლინკიც მითითებულია: https://docs.google.com/forms/d/1VDapkMBBjaZ2_3X_isZ7NH7WSt_KAQub2E4U0uQpElE/edit

აღნიშნული შეთანხმების არ გაფორმების შემთხვევაში მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს სწავლის გადასახადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობით.

დამატებითი კითხვებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ნომრებზე 10:00-დან 17:00-მდე ტელ: 555 495000, 595 130077, 599 727075