მიმდინარე სიახლეები

სემინარი ბულინგზე

 მიმდინარე წლის 22-24 ოქტომბერს შპს “ქართულ–ავსტრიული სკოლა ფესვების” ორგანიზებითა და ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით შპს “ქართულ–ავსტრიულ სკოლა ფესვებში“ გაიმართა  სემინარი/სამუშაო შეხვედრა ავსტრიის  განათლების სისტემის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სემინარის მიზანი იყო საჯარო და კერძო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვა და მასწავლებელთა ინფორმირება სკოლებში ძალადობის აღმოფხვრისა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობისა და როლის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს სასწავლო მასალების მონაწილეებისათვის გაზიარება. სემინარი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რამაც მასწავლებლებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ პრაქტიკული რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

რაც მთავარია, სემინარი იყო უფასო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო რეგისტრაცია. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატებიც.

“ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღზარდოს განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, გავამართლოთ ჩვენი დევიზი “შევცვალოთ მომავალი უკეთესობოისკენ ერთად” სწორედ ამიტომ, ჩვენი სემინარის გახსნით ნაწილს ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მშობლები, მასწავლებლები, განათელბის სამინისტროს წარმომადგენელი, ქალბატონი ხათუნა მაჭარაშვილი, ჩვენი ფინანუსური პარტნიორი კომპანიის (“Gazelle finance Georgia”) წარმომადგენლები: ნათია ჯანელიძე, მიხა თამასიძე, ემილი ჩანონი, ამრეიკის საელჩოს წარმოადგენელი, ავსტრიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბენკო და რა თქმა უნდა ჩვენი ავსტრიელი სტუმრები, ბატონი ნორბერტ ჰაბელტი –მაგისტრი,ავსტრიის განათლების , მეცნიერებისა და კვლევის მინისტრის მრჩეველი საზღვარგარეთ, სილვია ფოგტი – პროფესორი, ვენის ხიდიანი სკოლის დირექტორი და პროფესორი მაიკლ დუმფარტი, ვენის ხიადიანი სკოლის დირექტორის მოადგილე.

ავსტრიელი სტუმრები დაესწრნენ გაკვეთილებს და სიამოვნებით გაეცნენ ჩვენი პედაგოგების მეთოდებს.

მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს სტუმარს სემინარში მონაწილეობისთვის. ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ მასწავლებელებს თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან, რომლებიც დაესწრნენ სემინარს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს.