ძვირფასო მშობლებო,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების N37 დანართით განსაზღვრული ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის” საფუძველზე გაცნობებთ, რომ:
- ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
- ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
- სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
- ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.ასევე, თუ ბოლო 12 დღის განმავლობაში – 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით აჭარაში, განსაკუთრებით საკონდიტრო /კაფე „დონაში“, სასტუმრო „ოაზისში“ ან რესტორან „მრავალჟამიერში“, გთხოვთ, ჩაიტაროთ უფასო PCR ტესტირება COVID-19-ზე.
ამასთან, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ ცხელების ცენტრებს ან დარეკეთ 112-ზე!
ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები გისურვებთ ჯანმრთელობას!