მიმდინარე სიახლეები

ლექტორები სკოლაში

მიმდინარე სასწავლო წელსაც გრძელდება ჩვენი პროექტი “ლექტორები სკოლაში”.

პროექტის ფარგლებში 8 ნოემბერს ჩვენი სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის (კათედრის გამგე:  მზეო შუბითიძე) მოწვევით სკოლას სტუმრობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე. სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ დირექცია, პედაგოგები, უფროსკლასელები, სკოლის კურსდამთავრებულები. საუბრის თემა იყო „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხები“. ლექციის შემდეგ შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა. ბატონმა მიხეილ ბახტაძემ მრავალ კითხვას უპასუხა. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლა დიდ მადლობას უხდის ბატონ მიხეილს და იმედი აქვს კვლავაც გაგრძელდება მისი თანადგომა ჩვენი სკოლისადმი.